ნამდვილი ზამთარი კვირიდან.
ნამდვილი ზამთარი კვირიდან.
მეტეოროლოგები კვირიდან, ცივი ჰაერის მასების შემოჭრაზე საუბრობენ და ამასთანავე, ატიკის რეგიონში, არც თოვლიანობას გამორიცხავენ.
ამინდის შემდგომი გაუარესება ტემპერატურის ვარდნით, მოსალოდნელი წვიმითა და თოვლით იქნება გამოწვეული.
EMY-ის დირექტორი თეოდორე კოლიდასი საუბრობს უამინდობის ახალ ტალღაზე, რომელიც ორ ეტაპად ამოქმედდება. ,,დარწმუნებით შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ შემოჭრილი ცივი ჰაერის მასები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება, რაც თოვლიანობასაც გამოიწვევს“ – აღნიშნავს სინოპტიკოსი.
უახლოეს დღეებში გაუარესებული ამინდის უფრო ნათელი სურათი სინოპტიკოსებს საშუალებას მისცემს, სწორედ ის რაიონები დაასახელონ, სადაც დიდთოვლობაა მოსალოდნელი.
Facebook Comments Box
