Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

საცხობების ქსელის „ხორიატიკო“-ს საქმეზე დაკავებული პირველი 30 ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგა

საცხობების ქსელის „ხორიატიკო“-ს საქმეზე დაკავებული პირველი 30 ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგა

საბერძნეთში, საცხობების ქსელ „ხორიატიკოს“ (Χωριάτικο) საქმეში 59 ბრალდებულის დაკითხვა დაიწყო. პირველი 30 დაკავებული, მათ შორის სავარაუდო დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ათენის სასამართლოში, ეველპიდონის შენობაში, სახე დაფარული, თავჩაღუნული მივიდა. დანარჩენი ბრალდებულების დაკითხვა ხვალ არის დაგეგმილი.

საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ასობით გვერდს მოიცავს, ორგანიზაციას მრავალმხრივი უკანონო საქმიანობა მიეწერება. ბრალდებები მოიცავს გადასახადებისგან თავის არიდებას, სახელმწიფოსთვის კუთვნილი თანხების გადაუხდელობას, სოციალური დაზღვევის შენატანების დამალვას, ფულის გათეთრებას, დოკუმენტების გაყალბებას, თაღლითობას და ძარცვას.

გამოძიების ვერსიით, სავარაუდო დანაშაულებრივი ჯგუფი სახელმწიფო უწყებებსა და პოლიციაში არსებულ კავშირებსაც იყენებდა, რათა წინასწარ მიეღო ინფორმაცია მოსალოდნელი შემოწმებებისა და ადმინისტრაციული ღონისძიებების შესახებ.

საქმეზე 57 წლის ანგელოს იანაკოპულოსს, რომელიც საცხობების ქსელის მფლობელად არის დასახელებული და სავარაუდო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ედება ბრალი, სხვა ბრალდებულებთან ერთად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისა და ნაკლებად მძიმე სამართალდარღვევების მუხლებით წარდგენილი აქვს ბრალდებები. საერთო ჯამში, საქმეზე ცხრა მძიმე დანაშაულისა და ორი ნაკლებად მძიმე სამართალდარღვევის მუხლით მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა. ბრალდებულთა ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *