Latest news
ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში  კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვლამდე გადაიდო საბერძნეთი: ჯანმრთელობის სფეროს რამდენიმე დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა კუნძულ კოსსა და სიროსზე ფსიქიკური ჯანმრთელობის 2 ახალი ცენტრი 2,8 მილიონი ევროთი დაფინანსდება ტების პროცესზე მოწმეები არ გამოცხადდნენ ΟΑΣΑ: ოქტომბრიდან ავტობუსის ხაზების რაოდენობა იზრდება გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საჭიროებს თუ არა საბერძნეთი სეისმოლოგიურ სადგურებს

საჭიროებს თუ არა საბერძნეთი სეისმოლოგიურ სადგურებს

საბერძნეთის კუნძულ ნისიროსზე ვულკანის მონიტორინგის გასაძლიერებლად ახალი მუდმივი სეისმოლოგიური სადგური ამოქმედდა. პროექტი ნისიროსის მუნიციპალიტეტისა და ათენის ეროვნული და კაპოდისტრიას უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.

ახალი სადგური კუნძულზე სეისმურ აქტივობას 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება, ხოლო მონაცემები მეცნიერებისთვის რეალურ დროში იქნება ხელმისაწვდომი. მონიტორინგისთვის გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან სუსტი მიკროძვრების დაფიქსირების შესაძლებლობას იძლევა.

უნივერსიტეტის სეისმოლოგიის ლაბორატორიის ინფორმაციით, ნისიროსის ვულკანის რეგიონში ამჟამად სეისმური აქტივობა თითქმის ნულის ტოლია და ვულკანური საფრთხის ნიშნები არ ფიქსირდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ახალი ვულკანური ობსერვატორია მოსახლეობის უსაფრთხოებას გააძლიერებს, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს შეუწყობს ხელს და კუნძულზე საგანმანათლებლო, სამეცნიერო და თემატური ტურიზმის განვითარებასაც წაახალისებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *