Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

სიმართლე წყალზე რომელსაც ვსვამთ

სიმართლე წყალზე რომელსაც ვსვამთ

ნამდვილად ვიცით, როგორ წყალს ვსვამთ დღეს? დარწმუნებულები ვართ მის ხარისხში? თუ ვვარაუდობთ, რომ რადგან წყალი ბოთლშია ჩამოსხმული ის ავტომატურად უსაფრთხო და მაღალი ხარისხისაა? თუმცა, დღესდღეობით ბევრი მაღალი ხარისხის წყალი აღარ არის ბუნებრივი მეთოდებით მიღებული პროდუქტი, არამედ მექანიკური დამუშავების შედეგია.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ რაც უფრო გაფილტრული და სუფთაა წყალი, მით უკეთესია მისი ხარისხი. მაგალითად, იმ წყალთან შედარებით, რომელიც პირდაპირ ბუნებიდან მოდის, ყოველგვარი დამუშავების გარეშე.

თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, დემინერალიზებული წყალი რომელმაც დაკარგა თითქმის ყველა ბუნებრივი მინერალი მათ შორის კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და მიკროელემენტები ისეთი პროცესების მეშვეობით, როგორიცაა დისტილაცია, უკუოსმოსი, ფილტრაცია არა მხოლოდ დაბალი ხარისხისაა, არამედ ჯანმრთელობისთვის საფრთხესაც წარმოადგენს.

ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისთვის ფრანტიშეკ კოზიშეკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ზედმეტად დამუშავებულმა წყალმა (ონკანის იქნება ეს თუ გაფილტრული, ბოთლში ჩამოსხმული სუფრის წყალი თუ დაბალი ხარისხის წყაროს წყალი) შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და მინერალების ბალანსი, გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სისუსტე, სპაზმები და გულის რიტმის დარღვევები და გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების რისკიც კი.

კვლევის თანახმად იმისთვის რომ წყალი ხანგრძლივი მოხმარებისთვის ვარგისად ჩაითვალოს, ის უნდა შეიცავდეს კალციუმს და მაგნიუმს, რისი შექმნაც მხოლოდ ბუნებას შეუძლია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *