Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიUncategorized

სკიათოს: რატომ აღიძრა ბრიტანელი ტურისტის წინააღმდეგ საქმე

სკიათოს: რატომ აღიძრა ბრიტანელი ტურისტის წინააღმდეგ საქმე

საბერძნეთში კუნძულ სკიათოსზე პოლიციამ 39 წლის ბრიტანელი ტურისტი დააკავა, რომელსაც არასრულწლოვანი შვილის საფრთხეში ჩაგდება, სახელმწიფო სამსახურის მუშაობის შეფერხება და პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალი ოთხშაბათს 15 წლის ქალიშვილთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, სადაც ორივემ ალკოჰოლი მიიღო. ღამით სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ნასვამმა ქალმა სასტუმროს ინვენტარის დაზიანება დაიწყო, რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციელებმა ქალი და მისი ქალიშვილი კუნძულის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა იქაც აგრესიული ქცევა გამოავლინა, რის შემდეგადაც მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავებულმა დააზიანა დაწესებულების ქონება, წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს და დაკავების პროცესში მათთან ფიზიკური დაპირისპირებაც სცადა.

ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *