Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიUncategorized

სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს ძიძებისა და საბავშვო ბაღების პოვნაში ეხმარება

სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს ძიძებისა და საბავშვო ბაღების პოვნაში ეხმარება

საბერძნეთის სოციალური მხარდაჭერისა და ოჯახის საკითხთა მინისტრმა დომნა მიხაილიდუმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ოჯახებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს, რათა მათ შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა შეძლონ.

მინისტრის თქმით, 37 000 ევრომდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს, რომლებსაც ერთი ან ორი შვილი ჰყავთ, შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება და ბავშვები მათთვის სასურველ მუნიციპალურ ან კერძო საბავშვო ბაღში მიიყვანონ. სამი ან მეტი რაოდენობის შვილიანი ოჯახებისთვის კი აღნიშნული შესაძლებლობა შემოსავლის კრიტერიუმის გარეშე მოქმედებს.

დახმარება გაიცემა ვაუჩერის სახით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბავშვის კვების ხარჯსაც ან მხოლოდ ბაღის მომსახურებას.

მიხაილიდუს განცხადებით იმ შემთხვევაში თუ ოჯახი, განსაკუთრებით ჩვილისთვის, საბავშვო ბაღში ადგილს მაინც ვერ იპოვის, დახმარებას პროგრამას  „ძიძები სამეზობლოდან“ (Νταντάδες της Γειτονιάς) ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ამ დროისთვის დაახლოებით 3 000 დედამ უკვე იპოვა ძიძა, ხოლო მინისტრის თქმით, მათმა ნაწილმა ამის შედეგად სამუშაოზე დაბრუნება შეძლო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *