Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიUncategorized

სპეცესზე სახლიდან 40 000 ევრო მოიპარეს – მძარცველები არღოლიდაში დააკავეს

სპეცესზე სახლიდან 40 000 ევრო მოიპარეს – მძარცველები არღოლიდაში დააკავეს

კუნძულ სპეცესზე სახლიდან 40 000 ევროსა და Seiko-ს მაჯის საათის მოპარვის შესახებ შეტყობინების შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს, 5 სექტემბერს, სამი ქალი სპეცესზე მდებარე სახლში შევიდა და თანხა და საათი მოიპარა. შემთხვევის შემდეგ ისინი კუნძულიდან საზღვაო ტაქსით კოსტას მიმართულებით გაიქცნენ, იქიდან კი ჩვეულებრივი ტაქსით ლიღურიოში გაემგზავრნენ. დანიშნულების ადგილზე მათ კიდევ სამი ადამიანი ელოდებოდა.

პოლიციამ გაქცევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერაცია სამძებრო სამუშაოები დაიწყო. ძებნაში ჩაერთნენ ერმიონიდისა და ეპიდავროსის პოლიციის განყოფილებების ეკიპაჟები.

სამართალდამცველებმა ექვსივე ეჭვმიტანილი ლიღურიოში დააკავა.

ოპერაციაში მონაწილეობდნენ სპეცესის, ერმიონიდისა და ეპიდავროსის პოლიციის განყოფილებები. დაკავებულები ნავპლიოს პოლიციის დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ისინი უახლოეს დღეებში შესაბამის პროკურატურაში წარდგებიან.

საქმის წინასწარ გამოძიებას სპეცესის პოლიციის განყოფილება აწარმოებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *