Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

სპეციალისტები ქარის ტურბინებისა და ხანძრის ურთიერთკავშირს გამორიცხავენ

სპეციალისტები ქარის ტურბინებისა და ხანძრის ურთიერთკავშირს გამორიცხავენ

საბერძნეთის ქარენერგეტიკის სამეცნიერო ასოციაცია (ΕΛΕΤΑΕΝ) უარყოფს მითქმა-მოთქმას თითქოს ტყის ხანძრები ქარის ტურბინებთან არის დაკავშირებული და აღნიშნულ თემასთან ხანძრის დაკავშირების მცდელობას ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობად აფასებს.

ასოციაციის განცხადებით, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ორეოკასტროში გაჩენილი ხანძრის შემოგარენში ქარის ტურბინები არ არის. 2024 წელს ასოციაციაში შევიდა ერთადერთი განაცხადი ქარის ტურბინის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, რომლის დამონტაჟებაც ხანძრის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში იყო დაგეგმილი და აღნიშნულ ტერიტორიასა და ტურბინას შორის ქალაქის ურბანული ზონაც იქნებოდა, თუმცა განაცხადი მალევე გაუქმდა.

ΕΛΕΤΑΕΝ-ი ხაზს უსვამს, რომ ქარის ელექტროსადგურების განთავსება კანონით დაშვებულია ტყიან ტერიტორიებშიც მკაცრი პირობებით, შესაბამისად არ არსებობს მიზეზი, რომ ტყის განადგურება მათი მშენებლობისთვის იყოს საჭირო. ამავე წესით რეგულირდება სხვა ინფრასტრუქტურული საქმიანობებიც.

ასოციაციის თქმით, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყეები პირიქით, ართულებს ქარის პროექტების ნებართვის პროცესს და არ ქმნის არც ეკონომიკურ და არც ტექნიკურ უპირატესობას.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე ქარის ელექტროსადგურების მხოლოდ მცირე ნაწილია განთავსებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *