Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტების სარკინიგზო ავარიის შედეგად დაზარალებულის მამის გულისამაჩუყებელი ჩვენება

ტების სარკინიგზო ავარიის შედეგად დაზარალებულის მამის გულისამაჩუყებელი ჩვენება

ტების სარკინიგზო ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ღერასიმოს მამამ, დიონისის ღეორღიადისმა, ემოციური ჩვენება მისცა. ღერასიმოსი მატარებლების შეჯახებისას გადარჩა, თუმცა მძიმე ტვინის დაზიანებები მიიღო და დღემდე სიცოცხლისთვის იბრძვის.

მამის თქმით, შეჯახების დროს მისი შვილი მატარებლიდან ინერციით გადავარდა და ძლიერი ვარდნის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. „რატომ მოძრაობდა ეს მატარებელი ასეთ პირობებში?“ – იკითხა მან და აღნიშნა, რომ მომხდარის გამო გრძნობს არა მხოლოდ ბრაზს, არამედ „ბრაზზე უფრო უარესს – სიმწარეს“.

ღეორღიადისმა გაიხსენა ტრაგედიამდე რამდენიმე საათის წინ განვითარებული მოვლენები. მისი თქმით, ღერასიმოსს შეეძლო მგზავრობა მეორე დღეს, თუმცა თავად ურჩია, იმავე დღეს გამგზავრებულიყო. მატარებლის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ახალგაზრდა ფორტეპიანოზე უკრავდა, რის შემდეგაც მამამ სადგურისკენ წაიყვანა.

ავარიის შემდეგ ოჯახმა ღერასიმოსის ძებნა დაიწყო. საავადმყოფოში ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით რთული იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ღერასიმოსი გონს მოვიდა და ხმებზე, მათ შორის დედისა და დის ხმებზე, რეაგირება დაიწყო.

ოჯახმა მისი მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტა. ღერასიმოსი გერმანიაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მკურნალობა აშშ-ში, ბოსტონში გააგრძელეს. მამის თქმით, იქ ჩატარებულმა ტესტებმა ექიმებს მისცა საფუძველი ეფიქრათ, რომ ტვინის მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ღერასიმოსს შესაძლოა ცნობიერების გარკვეული ნიშნები ჰქონოდა.

მამამ სასამართლოში განაცხადა, რომ ღერასიმოსი სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებს და სწორედ ამიტომ თავადაც ვალდებულად მიიჩნევს თავს, იბრძოლოს ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასასჯელად, რათა მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდეს.

ჩვენების დასასრულს მან სასამართლოს ღერასიმოსის ფოტო აჩვენა და აღნიშნა: „ღერასიმოსი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. სიტყვები არ მყოფნის იმ ტკივილის გამოსახატად რაც ჩვენს ოჯახს ამ ტრაგედიამ მოუტანა.“

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *