Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტების ტრაგედიის საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მემანქანის შვილი მისცემს

ტების ტრაგედიის საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მემანქანის შვილი მისცემს

საბერძნეთში, ტების სარკინიგზო ტრაგედიის საქმეზე სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით გრძელდება. საქმის განხილვის 27-ე სხდომაზე ჩვენებას სამგზავრო მატარებლის მემანქანის შვილი, ათანასია, აძლევს და ადვოკატების შეკითხვებს პასუხობს.

მოწმე საუბრისას შეეხო ტრაგედიამდე მატარებლის 11-წუთიანი გაჩერების ფაქტს, ასევე მატარებლის აუდიოჩანაწერებს. მისი განცხადებით, ჩანაწერები შეცვლილია და ამ პოზიციას ის კვლავაც დაჟინებით აფიქსირებს.

ადვოკატებმა მას ასევე ჰკითხეს, იცოდა თუ არა მამისგან საბერძნეთის სარკინიგზო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. ათანასიამ კვლავ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო რკინიგზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

დაზარალებულთა ადვოკატმა, ევანგელოს ხაძიევანგელუმ, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ შემოწმდეს სადგურის უფროსის მობილური ტელეფონი და დადგინდეს, ჰქონდა თუ არა მას სატელეფონო ზარები ან წაშლილი შეტყობინებები, რომლებიც საქმისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს.

შემდეგ მოწმედ უნდა დაიკითხოს ანტონის ფსაროპულოსი – მართის მამა და ტრაგედიის შედეგად დაღუპული ოჯახების ადვოკატი.

სასამართლოს ინფორმაციით, პროცესის ფარგლებში ჯამში 366 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი.

ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 16 სექტემბერს დაგეგმილი სხდომა არ გაიმართება და ის 23 სექტემბერს ჩატარდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *