Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ტერიტორიაზე, სადაც 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს, დაცვის კამერები არ არის დამონტაჟებული

ტერიტორიაზე, სადაც 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს, დაცვის კამერები არ არის დამონტაჟებული

მიმდინარეობს გამოძიება 25 წლის ახალგაზრდას სასტიკი მკვლელობის დეტალების დასადგენად, რომლის ცხედარიც 22 აპრილს ასირმატოს პარკში, აღიოს დიმიტრიოსზე იპოვეს.

ჯერ-ჯერობით სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ რაიმე სახის ხელმოსაჭიდი მტკიცებულება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმა მკვლელობა მოხდა ადგილზე, სადაც დაცვის კამერები არ არის დამონტაჟებული.

პოლიციამ ამოიღო გარდაცვლილის მობილური ტელეფონიც, რათა შეძლოს მკვლელობის დღეს შემოსული/გასული ზარების ამოღება.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ახალგაზრდის სიცოცხლე ხულიგნებმა იმსხვერპლეს. აღნიშნულ ეჭვს გარდაცვალების ადგილი ბადებს, სადაც იანვრის თვეში ატყდა სროლა სპორტული გუნდის გულშემატკივრებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდას ცხედარი ღამის 21:30 საათზე უცხო ქვეყნის მოქალაქემ იპოვა. მას ჭრილობები გულის არეში ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *