ფსორიაზე: რატომ იჩინა მსოფლიო მასშტაბით უფრო და უფრო მეტ ადამიანში თავი
ფსორიაზე: რატომ იჩინა მსოფლიო მასშტაბით უფრო და უფრო მეტ ადამიანში თავი
ჩინეთიდან ჩატარებული კვლევითი ჯგუფის დასკვნით, ფსორიაზის ახალი შემთხვევების გლობალური მაჩვენებელი 1990 წლიდან 2021 წლამდე მზარდი ტენდენციით ხასიათდება – ტენდენცია, რომელიც, პროგნოზების თანახმად, მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდება როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.
ფსორიაზი, კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, კვლევის კრიტიკულ სფეროს წარმოადგენს ეფექტური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიების ფორმულირებისთვის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო დონეზე.
ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება. მაგალითად, აშშ-ში მოსახლეობის 2%-ია ფსორიაზით დაავადებული. იგი თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებს შორის და ვლინდება 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს მეცნიერთა აზრი, რომ იგი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით.
დაავადების პირველადი პათოგენეზური ფაქტორი შეიძლება იმუნოლოგიური იყოს, გარემო ფაქტორებს კი შეუძლიათ ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება.
ფსორიაზი არ არის გადამდები. ჩვეულებრივ, კანის ახალი უჯრედები ყოველ 27-30 დღეში წარმოიქმნება, მკვდარი უჯრედები კი ჩამოიფცქვნება. ფსორიაზის დროს ეს პროცესი 3-5 დღეში, ანუ უფრო სწრაფად ხდება, შესაბამისად, უფრო მეტი უჯრედი შორდება და იქერცლება კანიდან.
საერთოდ, ფსორიაზის მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია. ის შეირჩევა ექიმი-დერმატოლოგის მიერ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, დაავადების ფორმის, გავრცელების, ლოკალიზაციის მიხედვით, აგრეთვე ადრე ჩატარებული მკურნალობის შედეგის მიხედვით.
