Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

ფულადი ჯარიმა ლეკვების გამო

ფულადი ჯარიმა ლეკვების გამო

ფულადი ჯარიმა  ნეა იონიას დასახლებაში, 69 წლის ქალს დაეკისრა, რომელმაც  4 ლეკვი… სანაგვეში გადააგდო!

ქალმა, რომელსაც 120.000 ევროს ოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრა, აღიარა თავისი საქციელი და თავი იმით იმართლა, რომ ის, ლეკვების მოვლას ვერ შეძლებდა…

დასახლების მცხოვრებმა ახალშობილი ლეკვების წკმუტუნი გაიგო და როგორც კი ნაგვის ურნაში გადაყრილ ლეკვებს მიაგნო, უმალვე საქველმოქმედო ორგანიზაციას აცნობა.

ცხოველთა დაცვის საქელმოქმედო სააგენტოს წარმომადგენლებმა ლეკვების გადარჩენა შეძლეს, თუმცა ახლა ისინი 3 ლეკვს მოუვლიან, რადგანაც ერთი ლეკვი, ცხოველთა თავშესაფარში მიყვანიდან რამოდენიმე დღეში დაიღუპა.

ERT-ის ცნობით, მცხოვრებმა, რომელმაც ძაღლები ურნაში იპოვა, მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციის დეპარტამენტსაც შეატყობინა.

პოლიციის თანამშრომლებმა უსაფრთხოების კამერებით დაფიქსირებული  ვიდეომასალის მეშვეობით დაადგინეს 69 წლის ქალის ვინაობა, რომელმაც აღიარა, რომ ლეკვები ნაგავში იმიტომ გადაყარა, რომ და მათზე ზრუნვა არ შეეძლო.

ამ ქმედებისათვის ქალბატონს 120.000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *