Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ – აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა

ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ – აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა

მისი შვილის ფოტოსურათით ხელში გასცქეროდა ბრალდებულებისთვის განკუთვნილ ცარიელ სავარძლებს სასამართლო დარბაზში დიმიტრის ბეზასი, ტების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად გამოცხადდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებიდან მხოლოდ სპირიდონ პატერასი და პავლოს კუზისი გამოცხადდნენ.

პირველი ვასილიკი ცავდაროღლუ-კუკარიოტი, ტრაგედიის მსხვერპლების შვილი და დისშვილი დაკითხეს. ადვოკატის კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ავარია, უპასუხა: “არ ვარ არც სასამართლო ექსპერტი, არც პროკურორი, არც გამომძიებელი, მაგრამ არსებობდა პროტოკოლით გათვალისწინებული წესები, რომელსაც არ მიჰყვა არავინ.”

დიმიტრის ბეზასმა კი ჩვენების მიცემისას განაცხადა: “მაოცებს ამდენი ცარიელი ბრალდებულთა სავარძლის დანახვა. ეს იყო ჩემი შვილი (აჩვენებს სასამართლო დარბაზში მყოფ ბრალდებულებს შვილის ფოტოსურათს). მე ის ასე ჩაგაბარეთ. გინდათ ნახოთ როგორ დამიბრუნეთ ჩემი გოგო უკან? მე თვითონ ვეუბნებოდი არ წამოსულიყო ავტობუსით და მატარებლის ბილეთები ეყიდა, რადგან ვთვლიდი, რომ უფრო უსაფრთხო იყო. ყველა პასუხისმგებელმა პირმა იცოდა რა მდგომარეობაშიც იყო მატარებელი და ხმა არავინ ამოიღო. ორი სარკინიგზო ხაზი გვაქვს. რანაირად არ შეგვიძლია მათი შენარჩუნება უსაფრთხო მდგომარეობაში ჩემამდე არ დადის.. ჩემი და სხვისი შვილების ცხოვრება გაანადგურეს.

საქმის მასალებზე აღარ ვისაუბრებ. ერთი დიდი ტომი საქმის მასალები გადმოგვცეს, სადაც ავარიის მიზეზი ვერ ვიპოვე. არსად არ წერია თუ როგორ გარდაიცვალა ჩემი შვილი და რა მოხდა. არცერთ პარაგრაფში არ წერია რა მიზეზით გარდაიცვალა ჩემი შვილი. იმდენი დაბრკოლება შეგვხვდა საქმის მასალების გამოთხოვისას. შეჯახება იყო გამუდმებული უგულებელყოფის შედეგი. ყელში ამომივიდა იმის მოსმენა, რომ ღირსეული ადამიანი ვარ. არ მინდა ვიყო ღირსეული, საკუთარი შვილის სიკვდილთან გამკლავება ღირსეულ ადამიანობას არ ნიშნავს. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ შვილი დავკარგე და შვილი დავკარგე იმის გამო, რომ თქვენ ხართ არაფრის მაქნისები, გამოუსადეგრები.” – ტირილით დაასრულა დიმიტრის ბეზასმა ჩვენება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *