Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ჩრდილოეთ ევიაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ბიძგები ათენშიც იგრძნობოდა

ჩრდილოეთ ევიაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ბიძგები ათენშიც იგრძნობოდა

სულ ცოტახნის წინ საბერძნეთის დედაქალაქი და მის გარშემო მდებარე ტერიტორიები სამმა ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია. პირველი მიწისძვრა 4.8 მაგნიტუდის იყო და მისი ეპიცენტრი ევიას კუნძულზე, პროკოპის სამხრეთით 6 კილომეტრში მდებარეობდა. რამდენიმე წუთში იმავე რაიონში კიდევ ორი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 5.2 მაგნიტუდას აღწევდა.

მიწისძვრები განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ათენსა და სხვა ახლომდებარე რეგიონებში. ძირითადი ბიძგების შემდეგ კიდევ სამი შედარებით სუსტი მიწისძვრა, დაახლოებით 3 მაგნიტუდის სიმძლავრით, დაფიქსირდა.

სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სეისმოლოგიის პროფესორმა, კოსტას პაპაზახოსმა, მოვლენას „თანმიმდევრული მიწისძვრების სერია“ უწოდა. მისი თქმით, ჩრდილოეთ ევია აქტიური ტექტონიკური რღვევებით ხასიათდება, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

მანტუდის მუნიციპალიტეტის მერმა, იანის ცაპურნიოტისმა, საბერძნეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა. განსაკუთრებით დაზიანდა გზები პლაკიასა და დაფნუსას რაიონებში.

სეისმოლოგმა ათანასიოს განასმა განმარტა, რომ პირველი, 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა შედარებით სუსტი იყო, ხოლო ოთხი წუთის შემდეგ მომხდარი 5.2 მაგნიტუდის ბიძგი უკვე ძლიერ მიწისძვრათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მისი თქმით, აღნიშნული რღვევის ზონა მეცნიერებისთვის ცნობილია და დიდი სეისმური პოტენციალით არ გამოირჩევა. ისტორიულად ამ ტერიტორიაზე 6 მაგნიტუდაზე ძლიერი მიწისძვრა არ დაფიქსირებულა და ჩვეულებრივ 5–5.5 მაგნიტუდის ბიძგებს წარმოქმნის.

განასის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მთავარი ბიძგი. მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე არ არსებობდა რაიმე სეისმური აქტივობა, რომელიც მოსალოდნელ მოვლენაზე წინასწარ მიანიშნებდა.

სპეციალისტმა ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, შეამოწმონ განსაკუთრებით ძველი საცხოვრებელი სახლები პროკოპის რაიონში. ამ დროისთვის მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ დაფიქსირებულა, თუმცა მონიტორინგი გრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *