კანდილის მთაზე მეწყერი ჩამოწვა
კანდილის მთაზე მეწყერი ჩამოწვა
ჩრდილოეთ ევიაზე, კანდილის მთაზე, 5.2 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ მეწყერი ჩამოწვა.
მიწისძვრის შედეგად მთის ფერდობებიდან მიწის მასა მოწყდა და ქვემოთ დაეშვა.
კუნძული ევია დღეს, 7 ივნისს, სამმა სეისმურმა ბიძგმა შეარყია, რომელთა სიმძლავრე 4.3, 4.8 და 5.2 ბალი იყო. ყველაზე ძლიერი, 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა, ბოლო ბიძგი აღმოჩნდა და სწორედ მის შემდეგ ჩამოწვა მეწყერი.
სოც მედიაში გავრცელებულ ვიდეობში ნათლად ჩანს, როგორ ცვივა კლდის ნატეხები და მიწა მთის ფერდობებიდან.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.
@athe13ns Κατολίσθηση τη στιγμή των 5,3 βαθμών της κλίμακας Ρίχτερ στην Εύβοια/Landslide at the moment of the 5.3-magnitude earthquake in Evia #earthquake #landslide #viral
Facebook Comments Box
