Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

ცვლილებები განათლების სისტემაში, რომელსაც ახალი 2026-2027 სასწავლო წელი მოიტანს

ცვლილებები განათლების სისტემაში, რომელსაც ახალი 2026-2027 სასწავლო წელი მოიტანს

საბერძნეთის საბავშვო ბაღებში, დაწყებით, საშუალო და დამამთავრებელ კლასებში 2026-2027 სასწავლო წელი 11 სექტემბერს, ტრადიციული კურთხევის ცერემონიით დაიწყება.

ახალი სასწავლო წელი განათლების სისტემაში რამდენიმე სიახლეს მოიტანს. სკოლებში მუშაობას იწყებს 5 259 ახალი მასწავლებელი, მათ შორის ზოგადი განათლებისა და სპეციალური განათლების პედაგოგები. შემცვლელი მასწავლებლების მიღების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ეტაპი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის პირველად დანერგვა საბერძნეთის 11 საჯარო სკოლაში. ასევე ამოქმედდება 51 ახალი ან განახლებული სასწავლო პროგრამა.

მოსწავლეებისთვის, რომლებიც რელიგიის გაკვეთილისგან გათავისუფლდებიან, დაწყებითი სკოლის მესამე კლასიდან ლიცეუმის დამამთავრებელ კლასამდე შესაძლებელი იქნება ეთიკის საგნის შესწაბლა.

მეცხრე კლასის მოსწავლეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, უფასოდ, ელექტრონულად ჩააბარონ სახელმწიფო ენის ცოდნის სერტიფიკატის გამოცდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ან იტალიურ ენებში.

2026-2027 სასწავლო წელს მუშაობას დაიწყებს კიდევ 8 ახალი საჯარო ონასისის სკოლა  გიმნაზიისა და ლიცეუმის დონეზე.

განათლების სამინისტრო ასევე გეგმავს ციფრული რეპეტიტორის პროგრამის გაფართოებას. პირდაპირი ონლაინგაკვეთილები, რომლებიც აქამდე ძირითადად ლიცეუმის დამამთავრებელი კლასისთვის იყო ხელმისაწვდომი, წელს პირველ და მეორე კლასებზეც გავრცელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *