ძლიერი შეჯახების შედეგად ავტომანქანა ამოყირავდა და სახურავით დაეცა
ძლიერი შეჯახების შედეგად ავტომანქანა ამოყირავდა და სახურავით დაეცა
კვირას გამთენიისას ვოლოსში, კერძოდ ნეა იონიაში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
thenewspaper.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2 ავტომანქანის ძლიერი შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ამოყირავდა და გზაზე სახურავით დაეცა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ერთ-ერთი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევა გახდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე მანქანის მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები აცხადებენ რომ მგზავრებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიყენებული ავარიის შედეგად.
Facebook Comments Box
