ძლიერი წვიმა და ქარიშხალი ათენში
ძლიერი წვიმა და ქარიშხალი ათენში
19 თებერვალს 12 საათზე საბერძნეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა საგანგებო ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დღეიდან ამინდის საგრძნობი გაუარესება, ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი სრულიად საბერძნეთის მასშტაბით.
ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა, ასევე სეტყვა.
მაკედონიასა და თრაკიში ამინდი საღამოს საათებიდან გაუარესდება.
ათენსა და ევიაზე საღამოს საათებიდან გვიან ღამემდე იწვიმებს.
ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუნძულებზე დღეს ღამიდან შაბათს შუადღემდე შენარჩუნდება დიდი რაოდენობით ნალექი ატმოსფეროში.
დაუბერავენ 8 ბოფორი სიმძლავრის ქარები.
Facebook Comments Box
