ხალანდრი: რესტორანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირი უკვე დააკავეს
ხალანდრი: რესტორანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირი უკვე დააკავეს
გაზის გაჟონვის გამო მომხდარმა აფეთქებამ ხალანდრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში ხანძარი გამოიწვია.
ცეცხლი გუშინ ღამით, კიფისიას 254 ნომერში მდებარე რესტორანში გაჩნდა.
ხანძრის შედეგად 2 პირი დაშავდა.
სხეულის მძიმე დამწვრობები აქვს მიყენებული რესტორნის 37 წლის შეფს და 33 წლის დამხმარეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
პოლიციამ დააკავა 50 წლის ქალი, რომლის პასუხისმგებლობაშიც იყო რესტორნის მმართველობა.
მის წინააღმდეგ საქმე გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებისთვის აღიძრა.
Facebook Comments Box
