Latest news
კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა Euro 7: 2026 წლის ბოლოდან ავტომობილებისთვის ახალი ეკოლოგიური მოთხოვნები ამოქმედდება The Guardian: ნოლანის „ოდისეამ“ შესაძლოა მესინია სამუდამოდ შეცვალოს საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები საბერძნეთში „თეთრი ზონების“ პროექტი იწყება – 54 ახალი სადგური ციფრული ტელევიზიის დაფარვას გააფართოებ... სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა - აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება ღალაცი: 80 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ორშაბათი, ივლისი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ხანია: მოსწავლე სკოლაში იარაღით მივიდა

ხანია: მოსწავლე სკოლაში იარაღით მივიდა

კუნძულ კრეტაზე სასკოლო პერსონალის აღშფოთება გამოიწვია მოსწავლემ, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში იარაღით მივიდა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გვარცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული შემთხვევა გასულ ხუთშაბათს მოხდა, როცა 14 წლის მოსწავლემ საკლასო ოთახში იარაღი ჩანთიდან ამოიღო და მასზე დაკვირვება დაიწყო.

შეშინებულმა თანაკლასელებმა დაუყოვნებლივ შეატყობინეს სკოლის დირექტორს, რომ მათი კლასელი შეიარაღებული იყო. სკოლის დირექტორმა კი პოლიცია გამოიძახა. 

პოლიციის თანამშომლებს მოსწავლემ განუცხადა, რომ იარაღი სახლში, კარადაში იპოვა.

პოლიციამ დააკავა როგორც 14 წლის მოსწავლე, ასევე მისი მამაც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოსწავლე ნანობს თავის საქციელს და ბოდიშს იხდის ყველას წინაშე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *