Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთი

ხანძარი: დიდი აალება ხუთშაბათს გამთენიისას პარნითაში, ხანძარმა უკონტროლო მასშტაბები მიიღო

დღეს (24/08), გამთენიისას პარნითაში, ხანძარმა უკონტროლო მასშტაბები მიიღო და თრაკომაკედონის მოსახლეობა ევაკუაციისთვის მზადაა.

ცეცხლს ჯერ არ მიუღწევია თრაკომაკედონამდე და მიმდინარეობს ბრძოლა ამის თავიდან ასაცილებლად, თუმცა გამაფრთხილებელი შეტყობინება გაეგზავნა მაცხოვრებლებს ასევე ბოსკიზასა და პანორამა მენიდში, რომ მზად იყვნენ ევაკუაციისთვის.

სახანძრო ბრიგადა და მოხალისე მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებისთვის ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ქარები ართულებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

შემთხვევის ადგილზე 260 მეხანძრე-მაშველი და 77 ავტომანქანა მუშაობს, დღის პირველ საათზე კი ექვსმა თვითმფრინავმა და შვიდმა ვერტმფრენმა წყლის დასხმა დაიწყო. პარალელურად მოქმედებენ მოხალისე მეხანძრეების ძალები ქვეით მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად, ასევე ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბისა და საბერძნეთის პოლიციის ძალები, წყლის ტანკერები და ატიკას რეგიონის სამუშაო ტექნიკა.

აღნიშნულია, რომ ოთხშაბათს (23/08) გვიან ღამემდე და ხუთშაბათის (24/08) დილამდე ხანძარი რემისიის რეჟიმში იყო, მაგრამ ახალი დიდი აალება მოხდა დილის 4 საათამდე ხევში,  აგია პარასკევის დასახლების ზემოთ.

„ეს ჰგავდა აფეთქებას ხევში“, – განაცხადა სახანძრო დეპარტამენტის პრესსპიკერმა იანის არტოფიოსმა.

დილის 4 საათამდე ცოტა ხნით ადრე ცეცხლმა მიმართულება საბაგიროსკენ აიღო, რის შედეგადაც 112-დან გაიგზავნა შეტყობინება აგიოს ნიკოლაოსისა და აგია პარასკევის დასახლებების ევაკუაციის შესახებ. დაიწვა სახლები პარნითას გამზირზე, გუშინ კი ახარნონში აგია პარასკევი მენიდისა და აგიოს იოანის როსოსში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *