Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება – დოკუმენტაცია, რომელიც თან  უნდა ჰქონდეთ აბიტურიენტებს

ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება – დოკუმენტაცია, რომელიც თან  უნდა ჰქონდეთ აბიტურიენტებს

საბერძნეთში 2026 წლის ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 1 დღე რჩება.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოცდები 29 მაისს დაიწყება და ათასობით მოსწავლე შეეცდება საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული 68 788 ადგილის დაკავებას.

პირველი გამოცდა ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმების  მოსწავლეებისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 29 მაისს ჩატარდება. 

პროფესიული ლიცეუმების (ΕΠΑΛ) მოსწავლეები კი 30 მაისს ჩააბარებენ ახალბერძნულ ენას.

განათლების სპეციალისტებმა აბიტურიენტებს რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მისცეს. მათი თქმით, მოსწავლეებმა გამოცდის წინ ზედმეტი სტრესისა და რთულ თემებზე კონცენტრაციისგან თავი უნდა შეიკავონ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დავალებების სწორად წაკითხვას, რადგან მცირე დეტალმაც კი შესაძლოა საგამოცდო თემის მნიშვნელობა შეცვალოს.

ასევე რეკომენდებულია, რომ მოსწავლეებმა მუშაობა შედარებით მარტივი დავალებებით დაიწყონ, რათა დრო სწორად გადაანაწილონ და ნერვიულობა შეამცირონ. მნიშვნელოვანია სუფთა და გასაგები ხელწერაც, რადგან მოწესრიგებული ნაშრომი დადებით შთაბეჭდილებას ქმნის.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეროვნული გამოცდები ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია და ადამიანის ღირებულებას სრულად არ განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ აუცილებელია მოსწავლეებმა სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნონ.

ეროვნული გამოცდები დილის 08:30 საათზე დაიწყება, თუმცა მოსწავლეები საგამოცდო ოთახებში 08:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ. თითოეული გამოცდის ხანგრძლივობა სამი საათია.

აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  • საგამოცდო ბარათი;
  • ლურჯი ან შავი კალამი;
  • საჭიროების შემთხვევაში გეომეტრიული ინსტრუმენტები;
  • წყალი ან წვენი;
  • ჩვეულებრივი მაჯის საათი (smartwatch აკრძალულია).

აკრძალულია მობილური ტელეფონების, წიგნების, ჩანაწერების, კალკულატორებისა და ნებისმიერი საკომუნიკაციო მოწყობილობის შეტანა.

ძირითადი საგნების გამოცდები 8 ივნისს დასრულდება. სპეციალური საგნების გამოცდები 16–25 ივნისს გაიმართება, ხოლო სპორტის ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებისთვის პრაქტიკული და სამედიცინო ტესტები 15–26 ივნისს ჩატარდება.

ამავე პერიოდში საბერძნეთის სკოლებში სასწავლო წელიც სრულდება. გიმნაზიებში ბოლო ზარი 27 მაისს დაირეკება, ხოლო სასკოლო გამოცდები ივნისის პირველ ნახევარში ჩატარდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *