Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
კვირა, ნოემბერი 15, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე

ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე

ხუთი ბერძენი მეცნიერი და მეწარმე ხელოვნური ინტელექტის სფეროში საერთაშორისო წარმატებას აღწევს. მათ მიერ დაარსებული კომპანიები მილიარდობით დოლარად ფასდება და მსხვილი ინვესტორების, მათ შორის Nvidia-ს ყურადღებას იპყრობს.

ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრშია Reflection AI, რომლის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი იოანის ანტონოღლუა. კომპანიის ღირებულება 25 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Nvidia-ს უკვე დაახლოებით 800 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული კომპანიაში და მის შესაძლო შეძენას ან დამატებით ინვესტიციას განიხილავს. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს. Reflection AI ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ქმნის, რომელთა საკუთარ სისტემებზე მორგება კომპანიებს შეუძლიათ.

საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბაზარზე წარმატებას აღწევენ კიდევ ოთხი ბერძენი მეწარმე:

  • ანასტასის ღერმანიდისი – Runway: ავითარებს ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ტექსტისა და გამოსახულებების საფუძველზე ვიდეოების შექმნა და დამუშავება შეუძლია. კომპანიის ღირებულება 5 მილიარდ დოლარს აღემატება.
  • ანასტასიოს ანგელოპულოსი – Arena: ქმნის პლატფორმას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელის შესაძლებლობებს ადარებს. 2026 წლის ოქტომბერში კომპანიამ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და მისი ღირებულება 3,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
  • სპიროს ქსანთოსი – Resolve AI: ავითარებს ტექნოლოგიას, რომელიც ციფრულ სისტემებში ტექნიკური პრობლემების აღმოჩენასა და მათ სწრაფად გამოსწორებაში ეხმარება კომპანიებს. მისი ღირებულება 2026 წლის თებერვალში მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
  • ნიკი ღულიმი – Tunic Pay: ხელოვნურ ინტელექტს საბანკო თაღლითობის გამოსავლენად იყენებს და ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციებს საეჭვო გადარიცხვების დროულად ამოცნობაში.

მეცნიერების წარმატებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს Endeavor Greece, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მომუშავე მეწარმეებს მხარს უჭერს და მათ საქმიანობას საბერძნეთთან აკავშირებს. ორგანიზაციის მიზანია, ბერძენი სპეციალისტების საერთაშორისო მიღწევებმა ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტექნოლოგიური ცოდნის გავრცელებას.

ხუთი მეწარმის მაგალითი აჩვენებს, რომ ბერძნული წარმოშობის სპეციალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ვიდეოების შექმნიდან და პროგრამული სისტემების მართვიდან დაწყებული, საბანკო უსაფრთხოებით დასრულებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *