ხუთშაბათამდე დედაქალაქსა და საბერძნეთის 5 სხვა რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია
ხუთშაბათამდე დედაქალაქსა და საბერძნეთის 5 სხვა რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია
სამოქალაქო დაცვის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს საბერძნეთის მოსახლეობას, რადგან მომდევნო დღეებში ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალი რისკია ქვეყნის საკმაოდ ბევრ რეგიონში.
ტელემაუწყებელ ΕΡΤ-თან საუბრისას სამოქალაქო დაცვის მინისტრმა განაცხადა: “კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალი რისკია საბერძნეთის უამრავ რეგიონში. ხანძრის გაჩენის რისკის გამომწვევი მიზეზი კი რათქმაუნდა მაღალი ტემპერატურა და ძლიერი, 6,7 და 8 ბოფორის სიმძლავრის ქარებია. გვალვის გამო ნახევარი საბერძნეთი წითელ ზონაში იქნება განთავსებული. გაცემულია ბრძანება სამოქალაქო დაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ორგანოების მობილიზებასთან დაკავშირებით. თუმცა ამასთანავე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მინდა მოვუწოდო საბერძნეთის მოსახლეობას, რადგან ძალიან რთული კვირა გველის წინ.”
