Latest news
სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას
სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

ჯავედ ასლამს საბერძნეთში თავშესაფრის სტატუსი შეუნარჩუნდა – ემიგრაციის სამინისტრომ ჯავედ ასლამის გასაჩივრების განაცხადი მიიღო

ჯავედ ასლამს საბერძნეთში თავშესაფრის სტატუსი შეუნარჩუნდა – ემიგრაციის სამინისტრომ ჯავედ ასლამის გასაჩივრების განაცხადი მიიღო

საბერძნეთის თავშესაფრის საკითხთა სააპელაციო კომიტეტმა დააკმაყოფილა ჯავედ ასლამის, საბერძნეთის პაკისტანური თემის ორგანიზაცია „ΕΝΟΤΗΤΑ“-ს პრეზიდენტის, საჩივარი და გააუქმა ემიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მას საერთაშორისო დაცვის (თავშესაფრის) სტატუსი ჩამოართვეს.

კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ემიგრაციის მინისტრი. ემიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრაციის მინისტრმა, თანოს პლევრისმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, დაუყოვნებლივ შეიტანონ სასამართლოში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა. ემიგრაციის სამინისტროს განცხადებით, სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილება შეიცავს სამართლებრივ ხარვეზებს, სათანადოდ არ პასუხობს თავშესაფრის გაუქმების საფუძვლებს და არ ითვალისწინებს სამინისტროს პოზიციას, რომლის მიხედვითაც პაკისტანი უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ პაკისტანის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი საბერძნეთში 1%-ზე ნაკლებია, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით პრობლემურად მიაჩნიათ. უწყებაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ გზას, რათა აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალოს.

ამავე დროს, სამინისტროს წყაროებმა ბერძნულ მედიასთან განაცხადეს, რომ მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს პრეცედენტი, რომელიც მომავალში პაკისტანის მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას გაუმარტივებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *