Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კუნძული სკოპელოსი- Μamma Mia

თანამედროვე კინომატოგრაფიაში კომპიუტერული გრაფიკა და სპეციალური ეფექტების გამოყენება საშუალებას იძლევა უბრალო, მწვანე ფონი თვალწარმტაც, ზღაპრულ სამყაროდ აქციოს.

მიუხედავად ამისა მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე საკულტო ფილმის ლოკაციები არა მიზანმიმართულად დადგმული დეკორაციები, არამედ სრულიად რეალური ადგილებია, რომელთა მონახულებაც თავისუფლად შეგიძლიათ.

ბრიტანული mirror-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად მსოფლიოს ტოპ-10 საკულტო ფილმის ლოკაციების სიაში მოხვდა საბერძნეთის ყველაზე მწვანე კუნძული- სკოპელოსი, მუსიკალური მიუზიკლის -Mamma Mia კინოადაპტაციისათვის.

სიის სათავეში არიან ახალი ზელანდია, შოტლანდია, ინგლისი, აშშ და ირლანდია. ამ ქვეყნებშია გადაღებული ისეთი პოპულარული ფილმები, როგორიც არის “ბეჭდების მბრძანებელი”,

” ჰარი  პოტერი”,  “ვარსკვლავური ომები”,  “ბინდი”, სტივენ კინგის  “ნათება” და სხვა.

ჯგუფ ABBA-ს, მერილ სტრიპისა და  პირს ბროსნანის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ დაათვალიერონ კუნძული და მოინახულონ მისი თვალწარმტაცი ადგილები, რომლებიც ფილმში ჩანს.

ABBA- ს სიმღერებზე დაფუძნებული ამ  მუსიკალური მიუზიკლის სკოპელოსზე გადაღება  თანამედროვე კინოხელოვნების სენსაციად იქცა.

ფილმის გამოსვლამ საერთაშორისო აღიარება მოუტანა კუნძულს და   ყველაზე საყვარელ დასასვენებელ ადგილად აქცია ტურისტებისთვის  მთელი მსოფლიოდან.

გამოკითხვების თანახმად დანიშნულების ადგილს ინსტაგრამის ჰეშთეგებზე 220000 ნახვა აქვს და აოცებს მოგზაურებს Mamma Mia- ს თემატური ტურებით.

კუნძული მდებარეობს ეგეოსის ზღვის დასავლეთ წყლებში. იგი მიეკუთვნება ჩრდილოეთ სპორადებს სკიათოსთან, ალონისოსთან და სკიროსთან ერთად.

სკოპელოსი ცნობილია მთელს მსოფლიოში თავისი მწვანე ლანდშაფტით.პლაჟები ფიჭვის ხეებით, თეთრი კენჭებითა და ოქროს ქვიშით, ბუნებრივად ერწყმის  დიდებულ, ტრადიციულ არქიტექტურას.

კუნძულის დასავლეთი და აღმოსავლეთი უმეტესად კლდეებითაა დაფარული.  მათ შორის სიმაღლით გამორჩეულია მთა დელფი (თითქმის შვიდასი მეტრი ზღვის დონიდან).

როგორც მთელი საბერძნეთი, კუნძული სკოპელოსიც გაჯერებულია მითებით და ლეგენდებით.

ხალხური  გადმოცემის  თანახმად იგი დააარსა გამოგონილმა გმირმა- სტაფილმა, ღვინის წარმოების ღმერთის ვაჟმა.

შემთხვევითი არ არის, რომ ძველად კუნძული განთქმული იყო როგორც ყურძნის სამოთხე.

და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ჩამონათვალში  რომელსაც  დედამიწის ეს პატარა ნაწილი პირდება  მისით   მოხიბლულ მნახველს.

 

25 მარტი- საბერძნეთი რევოლუციის წლისთავს აღნიშნავს

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *