Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

ვატიკანმა საბერძნეთს პართენონის ტაძრის სამი მარმარილოს ფრაგმენტი გადასცა

ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯი, ასე შეფასდა ვატიკანის მიერ პართენონის სამი მარმარილოს ფრაგმენტის დაბრუნება აკროპოლისის მუზეუმში, რომელიც გუშინ საღამოს, ემოციურ ატმოსფეროში დასრულდა.

აღნიშნული ფრაგმენტები წარმოადგენს ახალგაზრდა მამაკაცის თავის ნაწილს, ცხენის თავს და ასევე მამაკაცის ფიგურას წვერით, რომელიც ასახავს კენტავრომაქიას.

ცნობილია, რომ ეს ფრაგმენტები ვატიკანში მე -19 საუკუნიდან ინახებოდა, საბერძნეთში მისი დაბრუნების  შესახებ გადაწყვეტილება კი 2022წელს მიიღეს.

აღინიშნა, რომ ვატიკანიდან ფრაგმენტების დაბრუნებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს,  უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ის არის თვით პაპის პირადი გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც მან თანამოაზრეებს დაავალა უმოკლეს დროში.

მეორეს მხრივ, კი ამ გზით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეს არის აქტი ფასდაუდებელ, უძველეს ობიექტებთან დაკავშირებით , რომელიც ხორციელდება  “ძმობისა და დიალოგის” სულისკვეთებით,  რაც ირიბად წარმოადგენს გზავნილს ყველა სხვა ქვეყნისათვის სადაც მსგავსი მარმარილოს ფრაგმენტებია ნაპოვნი.

რომის პაპ ფრანცისკეს ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ  მისი წინამორბედი, პაპი ბენედიქტი არ დათანხმდა აღნიშნული ფრაგმენტების საბერძნეთისთვის გადაცემას.

კუნძული სკოპელოსი- Μamma Mia

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *