Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

აგრინიო: პიტბულის სასტიკი თავდასხმა გამვლელზე-ძაღლის მფლობელი 18 წლის გოგონა დაკავებულია

ძაღლებთან დაკავშირებით მძიმე ინციდენტი მოხდა შაბათს (14/10) აგრინიოში, როდესაც 18 წლის გოგონას კუთვნილი პიტბულის ჯიშის ძაღლი თავს დაესხა 63 წლის გამვლელს, რომელიც ასევე ძაღლთან ერთად იყო და მას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

შემთხვევა ერთ-ერთი პარკის ტერიტორიაზე მოხდა მაშინ, როდესაც შინაური ცხოველების ორივე პატრონმა ძაღლები სასეირნოდ გაიყვანა.

თავდასხმის მიზეზი გაურკვეველია, დაზარალებულს კი ზედა კიდურების სერიოზული დაზიანება აღენიშნება.

აღნიშნულმა ფაქტმა შემთხვევის ადგილზე დიდი არეულობა გამოიწვია. ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ აგრინიოს პოლიციის თანამშრომლები.

63 წლის დაზარალებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც ის ამ დრომდე რჩება. აღსანიშნავია, რომ პიტბულის თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა მსხვერპლის ძაღლიც.

პიტბულის მფლობელი 18 წლის მოზარდი პოლიციამ დააკავა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *