Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

დღეს ძირითადად უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი, მომატებული ტემპერატურით

ქვეყნის უმეტეს რეგიონებში დღეს, ორშაბათს (06.11) უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დილის საათებში დროებითი ადგილობრივი წვიმები იქნება ეპიროსსა და დასავლეთ სტერეაში.

დილის და საღამოს საათებში დასავლეთ და ჩრდილოეთ კონტინენტურ რაიონებში ხილვადობა ლოკალურად შეზღუდული იქნება.

იქროლებს დასავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის, 3-დან 5 ბოფორტამდე სიძლიერის ქარი.

ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს და 24-დან 26-მდე, ხოლო სამხრეთით 27 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

მაკედონია, თრაკია:

ზოგადად მოღრუბლული ამინდი, დასავლეთში ცვალებადი მოღრუბლულობით.

ტემპერატურა: 11-დან 25 გრადუსამდე. დასავლეთ მაკედონიაში 3-დან 4 გრადუსამდე დაიკლებს.

იონის კუნძულები, ეპიროსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისი:

ეპირუსსა და დასავლეთ სტერეაში დილის საათებში ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი იქნება, ადგილობრივი წვიმით.

ტემპერატურა: 14-დან 26 გრადუსამდე. ეპირუსის შიდა ნაწილში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიწევს.

აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისი:

ამინდი ზოგადად მოღრუბლული. ტემპერატურა: 13-დან 27 გრადუსამდე.

ციკლადები, კრეტა:

ასევე ძირითადად მოღრუბლული ამინდი, ადგილობრივი ღრუბლები კრეტაზე. ტემპერატურა: 19-დან 27 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები – დოდეკანისი:

ადგილობრივი მოღრუბლულობა, ტემპერატურა: 21-დან 27 გრადუსამდე. ჩრდილოეთით 2-3 გრადუსით ნაკლები.

ატიკის რეგიონში დღეს უნალექო ამინდია, ადგილობრივი მოღრუბლულობით, ტემპერატურა 15-დან 26 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

ზოგადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თესალონიკშიც. დილის საათებში შესაძლოა ხილვადობა ადგილობრივად შეზღუდული იყოს. ტემპერატურა 12-დან 24 გრადუს ცელსიუსამდე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *