Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ათენის ცენტრში ადამიანებით ვაჭრობისა და ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

ათენის ცენტრში ადამიანებით ვაჭრობისა და ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. პოლიციელთან ერთად დააკავეს უცხოეთის მოქალაქე 23 წლის ქალიც, რომელსაც ანალოგიურად ბრალი ედება ადამიანებით ვაჭრობაში და დოკუმენტების გაყალბებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი დააკავეს ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, ათენის ცენტრში, რომლის მიმართაც საქმე აღიძრა ადამიანებით ვაჭრობის, ნარკომანიის,  კონფიდენციალურობის კანონის დარღვევის, სამსახურეობრივი გადაცდომის და იარაღის უკანონოდ ფლობის შესახებ.

კერძოდ, გამთენიისას, პოლიციის თანამშრომლებმა ათენის ერთ-ერთ რაიონში მანქანით მოძრავი პოლიციელი სხვა პირებთან ერთად შენიშნეს და გააჩერეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად  ამოიღეს მისი კუთვნილი დანა, პისტოლეტი და 16 ვაზნა.

ამის შემდეგ, დაკავებული გადაიყვანეს ათენის უშიშროების ქვედანაყოფის შტაბ-ბინაში, სადაც აღმოაჩინეს დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის დანაშაულს ადამიანებით ვაჭრობის, ნარკორეალიზაციის და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ფაქტებზე.

მის სახლში ჩატარებული შემდგომი ჩხრეკისას ბინაში მყოფი მისი თანამზრახველი 23 წლის ქალიც დააკავეს, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი პირადობის მოწმობები, იარაღის ვაზნები, მობილური ტელეფონები და სხვა.

აღნიშნულია, რომ ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დისციპლინური გადაცდომების აღმოსაჩენად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *