Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ათონის მთა-ფიზიკური დაპირისპირება ბერებს შორის ალკოჰოლის მიღების შემდეგ

გუშინ, კვირას, 18:30 საათზე ათონის მთაზე, ხილანდარის წმინდა მონასტრის ეზოში ორ ბერს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლებიც სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

კერძოდ,  ალკოჰოლის მიღების შემდეგ 35 წლის რუმინელ ბერსა და 52 წლის ბელორუს ბერს შორის ცხარე კამათი დაიწყო, რაც სულ მალე მათ შორის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. საქმის მასალების მიხედვით, 35 წლის ბერი 52 წლის ბერს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი პლასტმასის ბოთლი ჩაარტყა.

დაშავებული ბერი სახის არეში მიყენებული დაზიანებებით  პირველადი დახმარებისთვის ჯერ კარიონის ჯანმრთელობის ცენტრში, შემდეგ კი პოლიგიროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობენ.

დაზარალებული აცხადებს, რომ არ სურს 35 წლის ბერის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და ასევე უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.

თავდამსხმელი, რომელიც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, სასამართლოშია გადაიყვანილი.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *