Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

ესპანეთი: აურზაური ხარის წამები გამო-მას რქებზე ცეცხლი წაუკიდეს და ქუჩაში გაათრიეს

ესპანეთის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე ხარის წამების შოკისმომგვრელ კადრებს ავრცელებს.

აღნიშნულ ვიდეოში, რომელმაც საერთაშორისო მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ჩანს რქებზე ცეცხლმოკიდებული ცხოველი, რომელიც თოკით დაბმული მიჰყავთ ვალენსიის ქუჩაზე.

როგორც ცნობილია, ეს არის ესპანეთში გავრცელებული ჩვეულება სახელწოდებით “toro embolado” და გვხვდება ვალენსიაში და სამხრეთ კატალონიაში. ამ “სადღესასწაულო აქტივობის” დროს ცხოველის რქებზე აალებადი მასალის ბურთებს ან ჩირღდნებს ამაგრებენ, რომელსაც შემდეგ ქუჩაში უშვებენ, ხოლო მონაწილეები ცდილობენ მისგან თავის დახსნას.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ შეშინებული ხარი თავის ქნევით ცდილობს რქებზე ცეცხლის ჩაქრობას, შემდეგ კი თავით ხეს ეჯახება და როგორც ჩანს რქები მერქანში იჭედება.

ამის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი ხარს კუდზე ეჭიდება და ამ გზით  ცდილობს მის  გამოთრევას, ხოლო ადგილობრივები კვლავ აგრძელებენ ცხოველის დევნას ქუჩაში, აღნიშნულ სანახაობას კი ათობით დამსწრე ადევნებს თვალყურს.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც ფოკუსირებულია ცხოველთა უფლებების დაცვაზე სასტიკად დაგმო ცხოველის წამების აღნიშნული პრაქტიკა და მას “ეროვნული სირცხვილი” უწოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *