Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ალექსანდრუპოლი: სასწრაფო დახმარების მანქანიდან პაციენტი გადმოვარდა

ალექსანდრუპოლი: სასწრაფო დახმარების მანქანიდან პაციენტი გადმოვარდა

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ალექსანდრუპოლში მომხდარი შემთხვევა. 

ოთხშაბათს შუადღეს საავადმყოფოდან პაციენტის სახლისკენ მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანიდან პაციენტი გადმოვარდა.

evros-news.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კერძო კომპანიის სასწრაფო დახმარების მანქანის კარი გაიღო შემთხვევით მაშინ, როცა პაციენტი საავადმყოფოდან სახლში გადაჰყავდათ.

მანქანა წითელზე იყო გაჩერებული. როგორც კი მწვანე შუქნიშანი აინთო და მანქანა დაიძრა კარი გაიღო და მოხუცებული ქალი საკაცესთან ერთად ასფალტზე დაენარცხა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სახელმწიფო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოხუცებული მშვიდობით გადაიყვანა სახლში. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საავადმყოფომ უკვე შეწყვიტა კონტრაქტი კერძო კომპანიასთან, რომელიც დამატებითი სასწრაფო დახამრების მანქანებით უზრონველჰყოფდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *