Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია ლაგონისში: 48 წლის მამაკაცი, რომელიც შვილის გადარჩენას ცდილობდა ინტუბირებულია

48 წლის მამაკაცი, რომელიც  შვილის გადარჩენას ცდილობდა, ინტუბირებულია.

შემთხვევა დღეს, ლაგონისის სანაპიროზე მოხდა, როდესაც მამა ტალღების მიერ ღია ზღვაში გატაცებული შვილის გადარჩენას ცდილობდა. მამაკაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი გამოიყვანეს.

პირველი ინფორმაციით, მამა-შვილი ლაგონისის სანაპიროზე წავიდნენ და 8 წლის ბიჭი გასაბერი  ლეიბით ზღვაში შევიდა.

აღნიშნულ საზღვაო რაიონში ამ დროისთვის 6-დან 7 ბოფორტის სიძლიერის ქარი ქროდა.

ლეიბი დინებამ გაიტაცა,  ზღვაში შესული მამა ცდილობდა ბავშვის გადარჩენის მაგრამ როგორც ჩანს ცურვა არ იცოდა. ბავშვი გადაარჩინა გემმა, რომელიც იმ დროს აღნიშნულ მონაკვეთში იმყოფებოდა.

უგონო მდგომარეობში მყოფი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით ვულას ასკლეპიონში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა შეძლეს გულის ამუშავება და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *