Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ალიმოსი: ძლიერი ხანძარი ავეჯის მაღაზიაში გამთენიისას

ალიმოსში, პოსეიდონის გამზირზე 47 ნომერში მდებარე ავეჯის მაღაზიაში დღეს, გამთენიისას ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

პირველი  მინიშნებებით, ხანძარი გამოიწვია მოლოტოვის კოქტეილებმა, რომელიც მოტოციკლისტებმა შენობას დაუშინეს.

სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოდოკუმენტში ჩანს თუ როგორ ჩაუარა მოტოციკლეტმა ორი მგზავრით  მაღაზიას, რა დროსაც ერთი მათგანი მაღაზიაში ტოვებს რაღაც ნივთს, რის შემდეგაც მოტოციკლიტი სწრაფად  ტოვებს ტერიტორიას.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული სახანძრო ბრიგადა და პოლიცია, რომელთა დახმარებითაც ავეჯის მაღაზიის მიმდებარე ბინებიდან მოსახლეობის  ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარი ნაწილობრივ კონტროლს დაექვემდებარა და სწრაფად იქნა ლიკვიდირებული, თუმცა მაღაზია  მთლიანად განადგურებულია,  დაზიანდა მეზობელი კორპუსიც,  ასევე სიფრთხილის მიზნით ევაკუირებული იქნა  მეზობლად მდებარე ბინებიც.

მიმდებარე სახლების მაცხოვრებლებმა პრესას  განუცხადეს, რომ დილის 4:20 საათზე მათ გაიგონეს ძლიერი აფეთქების და შემდეგ მინების მსხვრევის ხმა, აივანზე გასულებმა კი უკვე მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაინახეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *