Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია ევროსში: დადიას ტყეში 18 ადამიანის დანახშირებული ცხედარი იპოვეს

ალექსანდრუპოლის ჩრდილოეთით, ევროსის რეგიონში, იქ სადაც ტყის უზარმაზარი მასივი იწვის, სოფელ დადიასთან მეხანძრეებმა თვრამეტი ადამიანის დანახშირებული ცხედარი აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ,  რომ ისინი ეკუთვნიან არალეგალ მიგრანტებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადმოკვეთეს თურქეთის საზღვარი.

პოლიციის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი ემიგრანტები არიან. დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით უცნობია.

დადიას ტერიტორია, რომელიც ეროვნულ პარკში მდებარეობს, ცნობილია, როგორც არალეგალი მიგრანტების გადასაყვანი ერთ-ერთი მარშრუტი.

ხანძარი დადიას ტყეში ორშაბათს (21/8), შუადღისას გაჩნდა და მეხანძრე-მაშველები მის გავრცელებამდე ცდილობდნენ ცეცხლის ლიკვიდაციას.

EL.AS-ის შტაბიდან ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს,  გააქტიურებულია კატასტროფის იდენტიფიკაციის ჯგუფი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *