Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

ამაზონის ჯუნგლების სასწაული: როგორ მოახერხა ოთხმა მცირეწლოვანმა და-ძმამ ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენა?

ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, ამაზონის ჯუნგლებში 40 დღის განმავლობაში ცხოვრობდა. მათ მაშველები ერთ თვეზე მეტხანს ეძებდნენ, ბოლოს კი ოთხივე უვნებელი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების დედა ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ჯუნგლებში მაშველებთან ერთად ექიმებიც იმყოფებოდნენ და მათი თქმით, ბავშვები სუსტად არიან, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გადარჩენილთაგან ყველაზე უფროსი 13 წლისაა, პატარა კი — 11 თვის. მაშველების თქმით, ამაზონის ჯუნგლებში ბავშვებს პირველ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ უშედეგოდ ეძებდნენ.

“ბოლოს ისინი ძალიან სუსტად იყვნენ და მათი პოვნა უმცროსი ბავშვის ტირილის ხმის გაგებით შევძელით. ბავშვები ძალიან დაღლილები იყვნენ და ისე აღარ შეეძლოთ მოძრაობა, როგორც დაკარგვიდან 1-2 კვირის განმავლობაში”, — განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.

ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის დღეს გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, ისი­ნი რო­გო­რი და­სუს­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჯუნ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ხე­ტი­ა­ლით. ბავ­შვე­ბის ბიძის თქმით პა­ტა­რე­ბი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად თა­ვი­ანთ ცოდ­ნას იყე­ნებ­დნენ, მა­გა­ლი­თად არჩვედ­ნენ, – რო­მე­ლი ხილი იყო საკ­ვე­ბად გა­მო­სა­დე­გი და რო­მე­ლი – არა.

ბავ­შვე­ბი ვერ­ტმფრე­ნით პირ­და­პირ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც 2 კვი­რა გა­ჩერ­დე­ბი­ან. მაშ­ველ­თა გუნ­დის თქმით, ისინი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან 5 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით აღმოაჩინეს. ამან ბევ­რი და­ა­ეჭ­ვა, თუ რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა მათი უფრო ადრე პოვ­ნა.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, თავ­და­პირ­ვე­ლად, პატარები ბუჩ­ქებ­ში გან­ზრახ ემა­ლე­ბოდ­ნენ მაშ­ვე­ლებს, რად­გან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ პოვ­ნა­ში დიდი როლი სამ­ხედ­რო მაშ­ველ­მა ძაღ­ლმა – უილ­სონ­მა ითა­მა­შა, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ და­ი­კარ­გა.

ბავ­შვე­ბის თქმით, ჯუნ­გლებ­ში ხე­ტი­ა­ლი­სას, მათ გარ­კვე­უ­ლი დრო დაჰ­ყვეს უილ­სონ­თან ერ­თად… სწო­რედ უილ­სო­ნის და­ტო­ვე­ბულ­მა კვალ­მა აპოვ­ნი­ნა ოთხი­ვე ბავ­შვი მაშ­ვე­ლებს. ახლა ისი­ნი გმი­რი ძაღ­ლის პოვ­ნას ცდი­ლო­ბენ:

“ოპე­რა­ცია არ დას­რულ­დე­ბა, ვიდ­რე უილ­სონს არ ვი­პო­ვით”, – წე­რია არ­მი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი “ტვი­ტე­რის” პოს­ტში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *