Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

არის თუ არა მართლა სასარგებლო ცივ წყალში ცურვა-რას ადასტურებს კვლევები

ბოლო დროინდელი კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ ცივ წყალში ცურვას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მტკიცებულება იმისა, რომ ცივ წყალში ცურვას ანტიდეპრესანტული ეფექტი აქვს, მუდმივად იზრდება. 2020 წელს ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კვირაში ერთხელ ცივ წყალში ცურვა მნიშვნელოვნად ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ასევე ცივ წყალთან კონტაქტი იწვევს ენდორფინებისა და დოფამინის გამოყოფას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიამოვნების ძლიერ გრძნობაზე.

მეორეს მხრივ, კვლევების მიხედვით ცივი წყლის ზემოქმედებას აქვს განსაკუთრებული მასტიმულირებელი ეფექტი და მკვეთრად მატულობს სტრესის ჰორმონები (კორტიზოლი და ნორეპინეფრინი), ისევე როგორც ადამიანებსა და ცხოველებში, როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ.

ბოლოს და ბოლოს, ცივ წყალში ცურვა კარგია ჩვენთვის?
 ბერძნებისთვის დაივინგი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და თითქმის ყველა ბერძენს ერთხელ მაინც ჩაუყვინთავს ყინულოვან წყალში კითირას ჩანჩქერთან, ახერონის წყლებში, სანტორინის ან მიკონოსის სანაპიროებზე.

ცივი წყალი ხსნის დეპრესიის სიმპტომებს სიცივის ინტენსიური ზემოქმედების გამო კანის რეცეპტორებზე (ნეირონები), რომლებიც აგზავნიან ძლიერი ელექტრული იმპულსების ტალღას პერიფერიული ნერვული დაბოლოებიდან ტვინში. ამ პროცესს აქვს ანტიდეპრესანტული ეფექტი და ამაღლებს ფსიქოლოგიურ განწყობას. ენდორფინები, ბედნიერების ცნობილი ჰორმონები, გამოიყოფა და ეს ქმნის კეთილდღეობისა და ოპტიმიზმის განცდას.

რეაქცია შოკზე, რომელსაც ჩვენი სხეული განიცდის ცივ წყალთან კონტაქტისთანავე, არის ღრმა და სწრაფი სუნთქვა. ეს ნიშნავს ჟანგბადის მოხმარების გაზრდას, გულისცემის მატებას, არტერიებში სისხლის გათავისუფლებას, რაც იძლევა დამატებითი ენერგიის ძლიერ დოზას. შემთხვევითი არ არის, რომ ვინც ბედავს დღის ცივი შხაპით დაწყებას, გრძნობს მომატებულ ენერგიას და ამაღლებულ განწყობას მთელი დღის მანძილზე.

ცივი წყალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს გულს. ის ამცირებს არტერიულ წნევას, ასუფთავებს დაბლოკილ არტერიებს და აუმჯობესებს ჩვენს საერთო იმუნიტეტს. დაფიქსირდა, რომ ისინი, ვინც ზამთარში ბანაობენ, ნაკლებად ავადდებიან.

ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ცხიმოვანი ქსოვილის ორ ტიპს, თეთრ და ყავისფერ ცხიმს. პირველი არის ცხიმი, რომელიც გროვდება, როდესაც ჩვენ ვიღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება თავისი ფუნქციების შესასრულებლად. ყავისფერი ცხიმი არის “კარგი” და სასარგებლო ცხიმი, რომელიც გამოიმუშავებს სითბოს, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი სხეული თბილად იყოს. თეთრი ცხიმი არის ის, რის შემცირებასაც ჩვენ ვცდილობთ და გვინდა. დადასტურებულია, რომ ცხიმის წვა აქტიურდება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით. ასევე, დადასტურებულია, რომ ცივი წყალი აწონასწორებს ჰორმონების გარკვეულ დონეს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას.

ცივი წყალი ასევე აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. ცხელი წყალი აშრობს კანს, ცივი წყლისგან განსხვავებით, რომელიც ამკვრივებს კანს და ფორებს. ის ხელს უშლის მათ დაბინძურებას დამაბინძურებლებისა და ბუნებრივი ცხიმების მიერ, რითაც ამცირებს მუწუკებისა და შავი წერტილების გაჩენას კანზე. მსგავსი რამ ხდება სკალპის ფორებში, რაც ხელს უწყობს თმის სიჯანსაღეს და ბზინვარებას.

ბოლოს და ბოლოს, ცივ წყალში ცურვა კარგია ჩვენთვის?

რაც შეეხება ცივ წყალში ცურვას, აქ გარკვეული საფრთხეებიც არსებობს. მას სჭირდება გარკვეული ყურადღება და პირობები. ცივ წყალში ჩაყვინთვა ნამდვილად არ არის სასარგებლო ყველასთვის. ზოგიერთ ადამიანში, რომლებსაც აქვთ გულის აშკარა ან შესაძლოა ფარული დაავადება, ცივ წყალში ცურვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის პოტენციურად ფატალური არითმია – ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებშიც კი. სხეულის შოკი იმდენად ძლიერია, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება და, რა თქმა უნდა, ექიმის რჩევა სჭირდება. ასევე არსებობს ჰიპოთერმიის რისკიც, რომელიც გამოწვეულია ცივ წყალთან ხანგრძლივი ზემოქმედებით.

მოსაზრება, რომ ცივ წყალს სამკურნალო თვისებები აქვს, ახალი არ არის. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წელს ჰიპოკრატემ რეკომენდაცია გაუწია ცივი წყლით თერაპიას ლეთარგიის შესამსუბუქებლად. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საჭიროა ყურადღება და, რა თქმა უნდა, სწორი მოძრაობები, რადგან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შედიხართ წყალში. წყალში შესვლამდე კარგია სახის დასველება. თუ ამას არ აკეთებთ, სიმპათიკური სისტემა აქტიურდება, რაც ზრდის გულისცემას და არტერიულ წნევას, ზოგჯერ მკვეთრად და პირიქით, თუ ცივი წყალი პირველად მოხვდება სახეზე, აქტიურდება ეგრეთწოდებული მყვინთავის რეფლექსი, რომელიც თავის მხრივ ააქტიურებს პარასიმპათიკურ სისტემას ვაგუსის ნერვის მეშვეობით, რაც ამცირებს გულისცემას და ანელებს პროცესებს. რაც შეეხება ცივ შხაპს, იდეალური საშუალებაა ჩვენი ორგანიზმის თანდათანობით ადაპტაცია, წყლის ტემპერატურის ნელ-ნელა შემცირებით.

რა უნდა გააკეთოთ ცივ წყალში ბანაობამდე
1. წინასწარ მიმართეთ ექიმს, რომ დარწმუნდეთ, რომ ეს თქვენთვის უსაფრთხოა.

2. დარწმუნდით, რომ მარტო არ ხართ და რომ წყალი უსაფრთხოა – გაითვალისწინეთ მოქცევა, დინება, ტალღები, წყალქვეშა დაბრკოლებები, დაბინძურება და მედუზებიც.

3. იცოდეთ როგორ გათბოთ შემდეგ – დარწმუნდით, რომ გქონდეთ პირსახოცები, მშრალი ტანსაცმელი, ცხელი სასმელი და სადმე თავშესაფარი. არ მართოთ და არ იაროთ ველოსიპედით, სანამ ბოლომდე არ გათბებით.
4. დარჩით ცივ წყალში მხოლოდ მცირე ხნით, გამოდით იქამდე, სანამ არ იგრძნობთ დაბუჟებას, ტკივილს ან შემცივნებას.

რამდენად ცივი უნდა იყოს წყალი?
არ არის აუცილებელი წყალი იყოს გაყინული, იმისათვის, რომ მიიღოთ ცივი წყლის პოტენციური სარგებელი. ცივი წყალი ჩვეულებრივ განისაზღვრება, როგორც წყალი 15 გრადუსზე ქვემოთ, რაც მართლაც ძალიან ცივია. გრილ წყალს, დაახლოებით 20 გრადუსი, შეუძლია ეფექტურად გაააქტიუროს „მყვინთავის რეფლექსი“ და გაზარდოს პარასიმპათიკური აქტივობა, რაც დამამშვიდებლად მოქმედებს. გარდა ამისა, ზომიერად ცივ წყალთან ზემოქმედება აძლიერებს დოფამინისა და ენდორფინის დონეს. თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიაღწიოთ ამას სახლში შხაპის მიღებისას ცხელი წყლის თანდათანობით შემცირებით და ნელ-ნელა გრილ წყალთან შეგუებით ერთი კვირის განმავლობაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *