Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ამინდი: წვიმა და შტორმი, ძირითადად დასავლეთსა და ჩრდილოეთში და შედარებით გაზრდილი მტვრის კონცენტრაცია

ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი: დღეისათვის მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ადგილობრივი წვიმა, ძირითადად დასავლეთ და ჩრდილოეთ კონტინენტურ რაიონებში და ჩრდილოეთ იონიის ზღვაში, რომელიც დილიდან თანდათან გავრცელდება ქვეყნის დანარჩენ ნაწილზე. დილიდან შუადღემდე დასავლეთ და ჩრდილოეთ კონტინენტურ რაიონებში და  იონიაში ადგილ-ადგილ ძლიერი ნალექი იქნება. ამავე რაიონებში ასევე მოსალოდნელია შტორმი და შესაძლოა სეტყვა. საღამოს საათებიდან მოვლენები შესუსტდება. ატმოსფეროში მტვრის კონცენტრაცია მოიმატებს და ფენომენს ზოგ შემთხვევაში ტალახის წვიმის მახასიათებლები ექნება. ხილვადობა საღამომდე ადგილ-ადგილ შეზღუდული იქნება და ნისლი ჩამოყალიბდება.

ატიკაში მოსალოდნელია ღრუბლიანობა შუადღამდე, ადგილობრივი სუსტი, დროებითი წვიმით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების 3 ბოფორტამდე სიძლიერის ქარი. შუადღიდან კი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან 2-დან 4 ბოფორტამდე გაძლიერდება. ატმოსფეროში მტვრის კონცენტრაცია მოიმატებს. ხილვადობა დილის საათებში ადგილებზე შეზღუდული იქნება. ათენის ცენტრში ტემპერატურა 21-დან 26 გრადუს ცელსიუსამდე მოიმატებს.

სალონიკში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, დილიდან შუადღემდე კი ადგილობრივი წვიმა და შესაძლოა სპორადული შტორმი. იქროლებს ქარი ცვალებადი მიმართულებიდან 3 ბოფორტამდე. ატმოსფეროში მტვრის კონცენტრაცია მოიმატებს. ხილვადობა დილით და საღამოს საათებში ადგილ-ადგილ შეზღუდული იქნება. თესალონიკის ცენტრში ტემპერატურა 19-დან 24 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *