Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

საგარეუბნო მატარებელი შეცდომით მეტროს ხაზის მიმართულებით გაუშვეს

საგარეუბნო მატარებელი შეცდომით მეტროს ხაზის მიმართულებით გაუშვეს

ხუთშაბათს დილით, 9 ოქტომბერს გავრცელებულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებსაც საბერძნეთის რკინიგზის სადგურის დირექტორი, პანაიოტის ტერაზაკისიც ადასტურებს, საგარეუბნო მატარებელი შეცდომით ლამის მეტროს დუკისის პლაკენტიას ხაზზე შევიდა.

პანაიოტის ტერაზაკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად განკარგულება შეცდომით სადგურის ზედამხედველმა გასცა, რომლის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც უკვე გაცემულია: “იმ წუთას მეტროს ხაზის მატარებელი უნდა შესულიყო ხაზზე, მაგრამ შეფერხების გამო მეტროს ვაგონს საგარეუბნო მატარებელმა მოასწრო დანიშნულების ადგილამდე მისვლა, ზედამხედველმა კი ლიანდაგების მარშუტი არ შეცვალა. საგარეუბნო მატარებლის მძღოლმა ორი ნიშანი უგულებელჰყო, რომლებიც აშკარად აჩვენებდა, რომ მეტროს ხაზზე შედიოდა. შესაბამისაც პასუხისმგებელი ორგანოები იძიებენ ამ ფაქტსაც.” 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად როდესაც საგარეუბნო მატარებლის მძღოლმა გაიაზრა, რომ არასწორი მიმართულებით მიდიოდა სამჯერ სცადა რკინიგზის ცენტრთან დაკავშირება, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. შესაბამისად თავადვე გადაწყვიტა გაეგრძელებინა გზა არასწორი მიმართულებით ძალიან დაბალი სიჩქარით რათა თავიდან აერიდებინა უბედური შემთხვევა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *