Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: ახალგაზრდა ქალი აბაზანის მიღების დროს დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

პოლიცია თესალონიკში, პანაგია ლაოდიგიტრიას უბანში, საკუთარ  საცხოვრებელ ბინაში აბაზანის მიღების დროს გარდაცვლილი 24 წლის ქალის გარდაცვალების გარემოებებს იძიებს, რომელიც მისმა პარტნიორმა აღმოაჩინა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა, მაშველები ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ გამორიცხა დანაშაულის შესაძლებლობა და ყურადღება გაამახვილა ელექტროშოკის ვერსიაზე. ამ ვერსიას აძლიერებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრაგიკული მომენტები დატრიალდა აბაზანაში, როცა ის მარტო იყო და ჩართული წყლის გამაცხელებლით იღებდა აბაზანას.

ასევე ის ფაქტი, რომ მისი პარტნიორი სულ რამდენიმე წუთის სავალზე იყო გასული სუპერმარკეტში და როცა დაბრუნდა გოგონა გარდაცვლილი დახვდა. მან ჩათვალა რომ გარდაცვალება დენის დარტყმამ გამოიწვია. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების თქმით გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *