Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

არასრულწლოვნების დაჯგუფება მგზავრებს დანით ემუქრებოდა და ძვირფასეულობას ართმევდა

არასრულწლოვნების დაჯგუფება მგზავრებს დანით ემუქრებოდა და ძვირფასეულობას ართმევდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა დამნაშავეთა დაჯგუფება, რომელიც არასრულწლოვნებით იყო დაკომპლექტებული და მგზავრებს დანის მუქარით ძვირფასეულობას სძალავდა. 

სამართალდამცავი ორგანოების ხელში რამდენიმე ვიდეომასალა მოხვდა. პირველში აღბეჭდილია მარტის თვეში მომხდარი ინციდენტი, როცა 2 ბიჭი და 1 გოგონა თავს 34 წლის კაცს დაესხა დავაკის ქუჩაზე. ახალგაზრდები კაცს დანით დაემუქრნენ და ოქროს ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს.

მეორე ვიდეოშ კი ისევ მარტის თვეში 2 არასრულწლოვანი მიუახლოვდა 22 წლის ბიჭს კალითეას მეტროსადგურზე და ყელიდან 200 ევროს ღირებულების ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯეს დანის მუქარით.

გამოძების შედეგად დადგინდა, რომ დამნაშავეების დაჯგუფება ძირითადად კალითეას, ნეა ზმირნის, ნეო ფალიროს, პეტრალონასა და ტავროსის მიმდებარე ტერიტორიაზე ძარცვავდა მოქალაქეებს. 

2024 წლიდან 19-ზე მეტი ძარცვის შემთხვევაა დაფიქსირებული. 

სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაციის შედეგად უკვე დანაშაულებრივი დაჯგუფების 10 წევ რი დააკავეს. გამოძიება ამ დრომდე ეძებს დაჯგუფების 8 წევრს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *