Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

არგოლისი: ზღვაში გამოჩენილმა ზვიგენმა სანაპიროზე პანიკა გამოიწვია

არგოლისში, კივერიოს სანაპიროზე, ზღვაში გამოჩენილმა ზვიგენმა დამსვენებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, წინა დღეებში მოყვარულმა მეთევზემ ზვიგენი შენიშნა და სანაპიროზე მაშველებს შეატყობინა. მაშინვე აღმართეს ყვითელი დროშა (სიგნალი: ყურადღება – საფრთხე!) და ყველას უბრძანეს ზღვიდან გასვლა.

ნავპლიოს პორტის ადმინისტრაციის ჯგუფი მივიდა ადგილზე, სადაც სამაშველო გემით ჩაატარეს ჩხრეკა ზღვის ფართო ტერიტორიაზე. ზღვის საკმაოდ დიდ ფართობზე ძიების შედეგად კომპეტენტურმა პირებმა ვერაფერი იპოვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტერიტორიაზე ზვიგენი შენიშნეს. ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ანავალოსთან პატარა ზვიგენი დაიჭირეს.

ადგილობრივი ხელისუფლება დამსვენებლებს  სთხოვს პანიკაში არ ჩავარდნენ და თუ რამეს შეამჩნევენ, სასწრაფოდ შეატყობინონ. გარდა ამისა, სანაპირო დაცვა მოქალაქეებს ურჩევს ზღვაში შორ მანძილზე არ შევიდნენ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *