Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

არეულობა თესალონიკში გაზის გაჟონვის გამო- მოსახლეობა ევაკუირებულია

დღეს შუადღისას, სალონიკში , კონკრეტულად ანდრეა პაპანდრეუს ქუჩაზე გაზის მძაფრმა სუნმა ქაოსი გამოიწვია.

ხალხი პანიკურად დარბოდა, რადგან არ იცოდნენ, საიდან მოდიოდა ეს უსიამოვნო სუნი.

გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ სატელეკომუნიკაციო კომპანიამ , რომელიც ამ ტერიტორიაზე პროექტებს ახორციელებს ოპტიკური ბოჭკოების გასატარებლად, გაზსადენი გახვრიტა და პრობლემა წარმოიშვა.

ადგილობრივების თქმით,  ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნობა ორმოცდაათი მეტრის მანძილზეც კი.

პოლიციამ ტერიტორიას ალყა შემოარტყა, ფეხით მოსიარულეთა და მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა, შემთხვევის ადგილზე კი სამი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ დაზიანება დაახლოებით 13:00 საათზე  აღადგინა.

განცხადებაში კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეებისთვის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *