Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

9 აპრილიდან საბერძნეთის მოსახლეობა სააღდგომო კალათით სარგებლობას შეძლებს 

9 აპრილიდან საბერძნეთის მოსახლეობა სააღდგომო კალათით სარგებლობას შეძლებს 

სააღდგომო ბაზრის საჭირო და საკმარისი პროდუქციით მოსამარაგებლად და ფასების დასარეგულირებლად პასუხისმგებელმა სამინისტროებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა.

შვების მომგვრელია 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასის მატებაც მოსახლეობისთვის და სააღდგომო ბონუსიც, რომელიც მძიმე კვირის ოთხშაბათამდე, 16 აპრილამდე უნდა დაერიცხოთ კერძო სექტორში დასაქმებულებს.

სააღდგომო კალათი სადღესასწაულო სუფრისთვის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შეიცავს, როგორიცაა ცხვრისა და თხის ხორცი, სააღდგომო შოკოლადის კვერცხები, სააღდგომო ფუნთუშა “ცურეკი” და ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სააღდგომო კალათი უკვე მესამე წელია ამოქმედებულია და წელსაც მისით სარგებლობას საბერძნეთის მოსახლეობა 9 აპრილიდან 19 აპრილამდე შეძლებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *