Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

არვის მოსახლეობამ 6 035 ევრო ააგროვა, რათა 7 წლის ნიკოლასის მშობლებმა შვილის ალბანეთში დაკრძალვა შეძლონ

არვის მოსახლეობამ 6 035 ევრო ააგროვა, რათა 7 წლის ნიკოლასის მშობლებმა შვილის ალბანეთში დაკრძალვა შეძლონ

სრულიად საბერძნეთი და არვის ადგილობრივი მოსახლეობა შეძრა 7 წლის ნიკოლასის გარდაცვალებამ, რომელიც ზღვაში დაიხჩო.

პატარა ნიკოლასი და მისი ოჯახი წარმოშიბით ალბანეთიდან არიან, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია არვიში ცხოვრობენ. მისი მშობლები ძალიან შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანები არიან და კუნძულზე სათბურში მუშაობენ. ცხოვრების ამ მძიმე ეტაპზე, როცა მათ 7 წლის შვილი დაკარგეს, ერთადერთი სურვილი, რაც აქვთ შვილის ცხედრის ალბანეთში გადასვენება და დაკრძალვაა, თუმცა მატერიალური მდგომარეობის გამო მათ ამის საშუალება არ აქვთ. გამომდინარე აქედან, არვის მოსახლეობამ გადაწყვიტა თანხა აეგროვებინათ და ასე მაინც დადგომოდნენ გვერდში მშობლებს, რომლებსაც ამ მძიმე წუთების გავლა სრულიად მარტო უწევთ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანხა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეგროვდა, 6 035 ევროს შეადგენს.

შეგროვებული თანხა დაფარავს ცხედრის გადასვენებას ალბანეთში და დარჩენილი თანხა გადაეცემა დაღუპული ბიჭუნას ოჯახის წევრებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *