Latest news
იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება
შაბათი, მაისი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი დანით დაჭრა

სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი დანით დაჭრა

მშობლებისა და სკოლის პერსონალის აღშფოთება გამოიწვია მოსწავლეებს შორის ატეხილმა ჩხუბმა, რომლის დროსაც 20 წლის მოსწავლემ სკოლის ეზოში 16 წლის თანაკლასელი დაჭრა.

სისხლიანი შელაპარაკება დილის 11:00 საათზე, შესვენების დროს მოხდა.

ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ 20 წლის ბიჭმა ბასრი იარაღი ამოიღო ჯიბიდან და 16 წლის ბიჭს თავს დაესხა. დაშავებულს ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა.

აღნიშნული შემთხვევა ათობით მოსწავლის თვალწინ მოხდა, რომლებმაც შოკური მდგომარეობისგან ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლეს 16 წლის ბიჭის დასახმარებლად.

“უეცრად ვხედავთ რომ რაღაცას იღებს ჯიბიდან და ხმაური ატყდა. ძირს დაეცა და ყვიროდა. ბავშვებმაც ყვირილი დაიწყეს და გაიქცნენ.” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ჩხუბის ორივე მხარე მასწავლებელმა დირექტორის კაბინეტში წაიყვანა, სადაც სკოლის ექთანმა დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

20 წლის ბიჭი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება ამ დრომდე და მის წინააღმდეგ საქმე ფიზიკური დაზიანების მიყენების მუხლით აღიძრა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *