Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ხანდაზმულმა ბერძენმა პენსიონერებმა ხარჯების შემცირების მიზნით ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გადაწყვიტეს

გაძვირებული ცხოვრების,  გაზრდილი ფასების-მათ შორის ბინის ქირის, ასევე  ყოველდღიური ხარჯების შემცირების მიზნით, მარტოობისგან თავის დასაღწევად და იმისათვის რომ შვილებს არ დააწვნენ მხრებზე ტვირთად, რამდენიმე ხანდაზმულმა ბერძენმა პენსიონერმა გადაწყვიტა ერთ ჭერქვეშ ეცხოვრათ და შექმნეს 60 წელზე უფროსი ასაკის და დაბალი პენსიის მქონე  მეგობრების თანაცხოვრების ჯგუფი, რომელიც, გარდა თანაცხოვრებისა, მოიცავს ერთობლივ აქტივობებსაც, როგორიცაა მაგალითად ექსკურსიები.

საბოლოოდ შეიქმნა მოხუცთა პანსიონის მსგავსი დაწესებულება, რომლის წევრთა რაოდენობაც უკვე 300-ს აჭარბებს.

“გუნდი დაფუძნებულია მეგობრობაზე. მარტოობამ მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. ჩვენ არ გვინდოდა ჩვენს შვილებს ტვირთად დავწოლოდით. პენსიაზე გასვლის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, ძალიან ბევრი მოვლენა თითქოსდა მათი ცხოვრების მიღმა რჩება.

აქ ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, დავდივართ ტავერნებში, ექსკურსიებზე და ასე შემდეგ… აქ ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი ცხოვრების მართვას ხანდაზმულ ასაკში ისე, რომ არ გავხვდეთ სხვებისთვის ტვირთი”,- ამბობს კლუბის ერთ-ერთი ასაკოვანი წევრი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *