Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

არკადია: ავტობუსის მძღოლს მართვის დროს გულის შეტევა განუვითარდა და გარდაიცვალა

ტრაგიკული დასარული მოჰყვა არკადიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც საქალაქთაშორისო ავტობუსის  მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, როდესაც მართვის დროს გულის შეტევა განუვითარდა.

შემთხვევა გუშინ, კვირას, საღამოს 9 საათამდე მოხდა KTEL Arkadias საქალაქთაშორისო ავტობუსზე,  რომელიც ლუტრა იერეა-ტრიპოლის რეისს ასრულებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ავტობუსის მართვის დროს თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო, ავტობუსი გზის პირას გააჩერა და რამდენიმე წუთით გადავიდა. უკან დაბრუნებულს სავარძელში ჩაჯდომის და ავტობუსის დაძვრისთანავე გულის შეტევა განუვითარდა. ავტობუსი კლდის პირას გაჩერდა და სასწაულებრივად გადაურჩა გადავარდნას. მასში მხოლოდ ერთი მგზავრი გოგონა იმყოფებოდა, რომელმაც უკანა კარიდან უვნებლად გასვლა მოახერხა.

მძღოლი ავტობუსიდან სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა გამოიყვანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *